Accentnews.ge
ევროკავშირში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის საკითხზე მსჯელობენ

ევროკავშირში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის საკითხზე მსჯელობენ

02/09/2021 14:50:19 მსოფლიო

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა დამოუკიდებელი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივა განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები კრიზისებზე პასუხის გაცემას აშშ-ისგან დამოუკიდებლად მოახდენენ.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მეტი ევროპული თავდაცვის საჭიროება ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა.

სლოვენიის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები შესაძლოა, 5 000-დან 20 000 ჯარისკაცამდე დაკომპლექტდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S