Accentnews.ge
დაზიანებული შენობები, გატაცებული მანქანები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ათასობით ოჯახი – ესპანეთში სტიქიას ებრძვიან

დაზიანებული შენობები, გატაცებული მანქანები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ათასობით ოჯახი – ესპანეთში სტიქიას ებრძვიან

02/09/2021 11:19:50 მსოფლიო

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობა გრძელდება. დატბორილია ქუჩები, მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა მანქანები, დააზიანა შენობები. უამინდობის გამო ზოგიერთ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა.

შტორმმა განსაკუთრებით კატალონიის რეგიონი დააზარალა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჰოსპიტალიზება სამ ადამიანს დასჭირდა. სტიქიის ზონაში ხუთი ათასამდე საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანცესმა მოსახლეობას სიფრთხილისა და საგანგებო სამსახურების მითითებების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

ძლიერი წვიმა იყო მადრიდსა და ესპანეთის სხვა ცენტრალურ რეგიონშიც, რამაც საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. თუმცა წყალდიდობები არ დაფიქსირებულა.

მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების გამო ესპანეთში ძლიერი წვიმები კიდევ უფრო გახშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S