
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დაამატეს
02/09/2021 09:34:59 საზოგადოება
თბილისში დღეიდან ვაქცინაციის 9 მოძრავი პუნქტი იქნება. კერძოდ, ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პინქტები იქნება:
- საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ);
- გლდანი - სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
- სამგორი - ისთ ფოინთი - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
- სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
- ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
- მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5).
თბილისის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც:
- ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ);
- მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე საშუალო სკოლის წინ;
- მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:000-მდე იმუშავებენ. აცრა რეგისტრაციის გარეშე სასურველი ვაქცინითაა შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსი პუნქტების მოწყობას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გეგმავს.