
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
02/09/2021 07:08:00 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 206 შემთხვევა,
- აჭარა – 295,
- იმერეთი – 453,
- ქვემო ქართლი – 193,
- შიდა ქართლი – 231,
- გურია – 64,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 255,
- კახეთი – 289,
- მცხეთა-მთიანეთი – 108,
- სამცხე-ჯავახეთი – 86,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:
- 7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 137, აჭარაში – 933, იმერეთში – 1 128.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში – 686, აჭარაში – 192, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 229, აჭარაში – 37, იმერეთში – 34.
- 2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 – აჭარაში.
- 36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – ორი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 124 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 878 პირი, აჭარაში – 5 464, იმერეთში – 3 865.