Accentnews.ge
ესპანეთში წყალდიდობას ებრძვიან (ვიდეო)

ესპანეთში წყალდიდობას ებრძვიან (ვიდეო)

01/09/2021 19:01:08 მსოფლიო

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობაა. დატბორილია ქუჩები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო მანქანები, დააზიანა შენობები.

ყველაზე მეტად დაზარალდა კატალონიის რეგიონის ზღვისპირა ქალაქი ალკანარი.

მსხვერპლის შესახებ ჯერ–ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

გასულ ღამეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ძლიერი წვიმა იყო მადრიდსა და ესპანეთის სხვა ცენტრალურ რეგიონშიც, რამაც საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. თუმცა წყალდიდობები არ დაფიქსირებულა.

მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების გამო ესპანეთში ძლიერი წვიმები კიდევ უფრო გახშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S