Accentnews.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

01/09/2021 17:48:09 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს.

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მაღალეფექტურია, თუმცა, სრულად ვაქცინირებულ პირთა მცირე პროცენტი, შესაძლოა, მაინც დაინფიცირდეს და გაავრცელოს ვირუსი.

შესაბამისად, ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

  • დაიცავით დისტანცია;
  • ატარეთ პირბადე;
  • დაიბანეთ ხელები ხშირად;
  • ხველის ან ცემინებისას აიფარეთ სახეზე ერთჯერადი ცხვირსაცოხი ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს”, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S