მედია – ავღანელი, რომელმაც 13 წლის წინ ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს, ავღანეთიდან გაიყვანოს
01/09/2021 14:31:14 მსოფლიო
ავღანელი თარჯიმანი მოჰამედი, რომელმაც 13 წლის წინ იმჟამად სენატორი ჯო ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს, ავღანეთიდან გაიყვანოს, – იუწყება The Wall Street Journal.
"ბატონო პრეზიდენტო, გადამარჩინეთ მე და ჩემი ოჯახი. არ დაგავიწყდეთ აქ“, – მიმართავს ავღანელი თარჯიმანი მოჰამედი ჯო ბაიდენს.
გამოცემის ცნობით, ახლა თარჯიმანი, მისი მეუღლე და ოთხი შვილი „თალიბანისგან“ იმალებიან.
თეთრი სახლის პრესპიკერმა ჯან ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ ავღანელ თარჯიმანს ევაკუაციაში დაეხმარება.
"ჩვენ გამოგიყვანთ ავღანეთიდან და თქვენს მიერ გაწეულ სამსახურსაც დავაფასებთ", – განაცხადა ფსაკიმ მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal–ის ჟურნალისტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მოჰამედის მიმართვა წაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი 31 აგვისტოს დატოვეს, თუმცა როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, აშშ კვლავ განაგრძობს ძალისხმევას ქვეყანაში დარჩენილი თანამოქალაქეებისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების გამოსაყვანად.
2008 წელს ბაიდენს და კიდევ 2 სენატორი ავღანეთში ყოფნის დროს ვერტმფრენით ქარბუქში მოხვდა. ავარიული დაშვების შემდეგ ვერტმფრენი ავღანეთის მთებში დაჯდა, თარჯიმანმა სენატორების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა უზრუნველყო.


