Accentnews.ge
რესტორნების ნაწილი სტუმრების მიღების წესს ცვლის

რესტორნების ნაწილი სტუმრების მიღების წესს ცვლის

01/09/2021 14:20:04 საზოგადოება

რესტორნების ნაწილი სტუმრების მიღების წესს ცვლის. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე “შავ ლომში”, “ნინიას ბაღში” ან “ლეილაში” გადაწყვეტს სტუმრობას, იგი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უნდა იყოს ან სწრაფი ან PCR ტესტის იმდღევანდელი პასუხი უნდა ჰქონდეს.

“ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან ‘შავი ლომი’” მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ”,- აცხადებენ “შავ ლომში”

მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებენ “ნინიას ბაღსა” და “კაფე ლეილაში”.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S