Accentnews.ge
ინდოეთში ამოუცნობი დაავადების გაჩენის თაობაზე იუწყებიან, მსხვერპლთა უმეტესობა ბავშვია

ინდოეთში ამოუცნობი დაავადების გაჩენის თაობაზე იუწყებიან, მსხვერპლთა უმეტესობა ბავშვია

01/09/2021 13:23:08 მსოფლიო

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში ამოუცნობი დაავადების გაჩენის თაობაზე იუწყებიან. BBC–ს ცნობით, ერთ კვირაზე მეტია, ამოუცნობი ცხელებისგან 50 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა ბავშვია. ასობით პირი კი ჰოსპიტალიზებულია.

დაავადებულებს ძირითადად მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა აქვთ. ზოგიერთს ფეხებსა და მკლავებზე გამონაყარი უჩნდება.

როგორც BBC იუწყება, არც ერთ დაავადებულს "Covid -19" არ დადასტურებია.

”პაციენტები, განსაკუთრებით ბავშვები, საავადმყოფოებში ძალიან სწრაფად იღუპებიან”, - განაცხადა ფიროზაბადის რაიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ექიმმა ნეეტა კულშრეშამ.

მისივე ცნობით, გასული 7 დღის განმავლობაში ამოუცნობმა ცხელებამ რაიონის კლინიკებში შეყვანილი 40პირი, მათ შორის 32 ბავშვი იმსხვერპლა.

ადგილობრივი ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტების დაღუპვის მიზეზი შესაძლოა, დენგე იყო. დენგე ვირუსული ინფექციაა, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მწვავე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

სპეციალისტების თქმით, კვლევები და გენომის ანალიზი გამოავლენს არის თუ არა ამოუცნობი დაავადების გაჩენის მიზეზი დენგე.

მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S