
"ეპიდვითარების სერიოზულად გაუმჯობესებამდე ძალიან შორს ვართ"
01/09/2021 11:46:52 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარების სერიოზულად გაუმჯობესებამდე ძალიან შორს ვართ.
"ტენდენცია არის კლების, თუმცა ჯერ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ, ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება. ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: პირველია ის, რომ საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, მეორეა შეზღუდვები და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი.