Accentnews.ge
ნაზი ჯანეზაშვილმა ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" დააფუძნა

ნაზი ჯანეზაშვილმა ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" დააფუძნა

01/09/2021 11:11:37 საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლოს სადამკვირვებლო ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" (Georgian Court Watch) დააფუძნა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"სულ მალე ვიწყებთ ორი ახალი პროექტის განხორციელებას. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურია. ვიწყებ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპაში სასამართლო სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებიც მათ უნიკალურ გამოცდილებას მიზიარებენ. ასევე, ვთანამშორმლობ აშშ-ში ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ და წარმატებულ ორგანიზაციასთან , რომლებიც ინდივიდუალურად მეხმარებიან ფანდრაიზინგის მიმართულებით. პირადად მე დამიმტკიცეს ორი სამეცნიერო სტატია, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე უცხოეთში ​რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდება", - წერს ჯანეზაშვილი

ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი იყო. ამ პერიოდში იგი აქტიურად აკრიტიკებდა საბჭოს და აცხადებდა სასამართლო სისტემაში "კლანისა" და ნეპოტიზმის არსებობაზე. ჯანეზაშვილს საბჭოს წევრობის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S