Accentnews.ge
განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მოკლეს

01/09/2021 10:17:27 სამართალი

განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. იგი განმუხურში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს მკვლელობაში მონაწილე პირი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S