გერმანია თალიბებთან მოლაპარაკებების მომხრეა
01/09/2021 10:04:03 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა თალიბებთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ "ავღანეთში ტერორიზმის ზრდის თავიდან ასაცილებლად".
"ავღანეთში არასტაბილურობა, შედეგად ტერორიზმის ზრდა და მისი მეზობელ ქვეყნებზე გავრცელება არ უნდა დავუშვათ" - განაცხადა მაასმა და თალიბების მმართველობის პირობებში ავღანეთში გერმანიის საელჩოს გახსნა არ გამორიცხა.
მისივე აზრით, მოლაპარაკებებზე საუბარი უნდა იყოს არა "აღიარების ფორმალურ საკითხებზე", არამედ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაზე, მაგალითად, ქაბულის აეროპორტის სამომავლო მოქმედებაზე.
ამასთან, მაასის თქმით, არსებობს მთელი რიგი პირობები, რომელიც თალიბების მმართველობამ უნდა შეასრულოს, მათ შორის - ადამიანის უფლებების დაცულობა, მსურველთა მიერ ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების უზრუნველყოფა, ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებების მფარველობის გამორიცხვა.


