
ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა
01/09/2021 08:42:58 საზოგადოება
ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა. მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება დღეიდან ავტობუსებშიც შეუძლიათ. მოძრავი პუნქტები ინასარიძის ქუჩაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობის და „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული. ლოკაცია ყოველდღიურად შეიცვლება.
ამასთან, კლინიკების გარდა, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ორ მოლსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მობილური ბრიგადები სოფლებშიც დადიან.
ამ დროისთვის აჭარში 146 ათასზე მეტი პირია აცრილი.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, დღეს აჭარაში 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაფიქსირდა ინფიცირების 445 ახალი შემთხვევა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.