Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

01/09/2021 06:54:54 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა,
  • აჭარა - 445,
  • იმერეთი - 487,
  • ქვემო ქართლი - 280,
  • შიდა ქართლი - 223,
  • გურია - 97,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279,
  • კახეთი - 369,
  • მცხეთა-მთიანეთი - 84,
  • სამცხე-ჯავახეთი - 86,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 164, აჭარაში - 978, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში - 158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 - თბილისში, 808 - აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 12.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 121 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 178, პირი, აჭარაში - 5 770, იმერეთში - 4 199.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S