Accentnews.ge
რა შეღავათებს უწესებს იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებს

რა შეღავათებს უწესებს იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებს

01/09/2021 06:17:38 საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს. უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
  • ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S