Accentnews.ge
მედია – "თალიბანი“ ავღანეთში ირანის მმართველობის მსგავსი რესპუბლიკის შექმნას გეგმავს

მედია – "თალიბანი“ ავღანეთში ირანის მმართველობის მსგავსი რესპუბლიკის შექმნას გეგმავს

01/09/2021 06:10:15 მსოფლიო

"თალიბანი“ ავღანეთში ირანის მმართველობის მსგავსი რესპუბლიკის შექმნას გეგმავს, – იუწყება News18 წყაროზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, სახელმწიფოს მეთაური, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების უმაღლესი წარმომადგენელი უზენაესი სულიერი ლიდერი იქნება.

უზენაესი ლიდერი ძირითადად ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაარიდან იმუშავებს და წყაროთა მიხედვით, ამ როლს დიდი ალბათობით „თალიბანის“ ამჟამინდელი ლიდერი ჰაიბათულა ახუნდზადა შეასრულებს. იგი იქნება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ლიდერი.

აღმასრულებელ ხელისუფლებას სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც შესაძლოა, გახდეს ახუნდზადას ერთ-ერთი მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარი ან „თალიბანის“ პირველი ლიდერის მულა ომარის შვილი მულა იაკუბი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S