"ავღანეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება, ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, რით იკვებოს"
01/09/2021 05:56:32 მსოფლიო
გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ავღანეთს „ჰუმანიტარული კატასტროფა“ ემუქრება და ქვეყნებს დახმარებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 18 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება გადარჩენისთვის.
”ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, რით იკვებოს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს მომავალ წელს კვების ძლიერი დეფიციტი ემუქრება", - აღნიშნა გუტერრეშმა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული სამსახურები ავღანელების დახმარებას კვლავ განაგრძობენ.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის დახმარების მიწოდებას.


