Accentnews.ge
აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე დოკუმენტები გაფორმდა

აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე დოკუმენტები გაფორმდა

31/08/2021 19:33:23 მსოფლიო

აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

„ეს განცხადება აფიქსირებს აშშ-ის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების განვითარებაში, მოახდინოს ეკონომიკის დეკარბონიზაცია, აგრეთვე უზრუნველყოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და საექსპორტო პოტენციალი, ამ სექტორის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის, წყალბადის, ნახშირბადი, ენერგიის დაზოგვის და სხვა ტექნოლოგიურ სფეროებში“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა პიოტრ კოტინმა და კომპანია „Westinghouse Electric“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა ხელი მოაწერეს კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიურ ჩართვას ბირთვული რეაქტორის, AP1000-ის პროექტის მშენებლობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S