
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შედეგები ცნობილია
31/08/2021 13:49:56 საზოგადოება
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების პირველადი შედეგები გამოცხადდა.
კერძოდ, დღეს გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები მათემატიკაში (I-VI), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI), ბუნებისმეტყველებაში (I-VI), ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და უცხო ენებში.
„ამით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეების პირველადი შედეგების გამოცხადება. სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან და 3 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, შესაძლებელია, გასაჩივრდეს როგორც კონკრეტული დავალების, ასევე მთლიანი ტესტის შეფასება.
2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
"ტესტირების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებითი სესიები“, – აცხადებენ ცენტრში.