
უკრაინელი ალპინისტები ყაზბეგზე ზვავში მოყვნენ
31/08/2021 11:20:22 საზოგადოება
უკრაინელი ალპინისტები ყაზბეგზე ზვავში მოყვნენ.
ინფორმაცია თავდაპირველად ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა "ეხო კავკაზას", რომ ამ დროისთვის ალპინისტები უკვე თბილისში არიან ევაკუირებულები, ერთ-ერთ მათგანს - ქალს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
"ეხო კავკაზას" ცნობით, ალპინისტების გადასარჩენად ყაზბეგზე კერძო ქართული კომპანიის თვითმფრინავი გაიგზავნა.