Accentnews.ge
"პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა"

"პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა"

31/08/2021 10:57:24 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-მდე ჩამოვიდა.

„სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-ზე ჩამოვიდა. არადა, ეს მთავარია. ერთი კვირის წინ გვქონდა 50%-იანი მაჩვენებელი და ეს როგორღაც უნდა ავწიოთ 70, 75, 85%-მდე. თუ ამ მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით, ეპიდემია უფრო მალე შეკავდება. ვიცი, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მედიაში ბევრი კრიტიკა იქნება, რომ კიდევ ორი კვირით შეჩერდება ტრანსპორტი, მაგრამ ახლა რომ ეპიდსიტუაციის ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, აქ ლომის წილი სწორედ მობილობის დაცემაა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად არის აღსრულების მონიტორინგი, ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. ჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლებიც ამ დიდ ქორწილებს აწყობენ და ა.შ. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავიცვათ წესები, რათა ეპიდსიტუაციის გარკვეულ კონდიციამდე მივიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაკლები ადამიანი დაიღუპოს. ყველამ აქტიურად ვატაროთ პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრების ტემპი“, - აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S