რუსეთში კორუფციული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
31/08/2021 10:46:55 მსოფლიო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 24,5 ათასი კორუფციული შემთხვევა დააფიქსირა. ეს ბოლო 8 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია, - ნათქვამია უწყების მიერ გამოცემულ კრებულში "დანაშაულის დონე რუსეთში".
მისივე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი 16,5%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი - 7 მილიარდი რუბლით, თითქმის 40 მილიარდამდე.
ამასთან, კორუფციის ფაქტები ყველაზე ხშირად სამართალდამცველ ორგანოებში ფიქსირდება, მეორე ადგილზე კი ამ მხრივ თავდაცვის სამინისტროა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო სათათბირომ "უნებლიე კორუფციის შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ჩინოსნებს "მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ჩადენილი კორუფციის" შემთხვევებში.


