"ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია"
31/08/2021 10:45:13 საზოგადოება
ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ჟანგბადის მოწოდების და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდებაში პრობლემა არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკებთან", – განაცხადა გაბუნიამ.


