
"14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს"
31/08/2021 10:29:24 საზოგადოება
14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდე, 20%-იანი ნიშნული. დღეს რომ 4700 შემთხვევა იყო, ამ რიცხვის 15% 14 წლამდე ბავშვი იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც პატარა ასაკიდან მასიურად გამოიყენეს ვაქცინა, არის ჩინეთი და მის გვერდით მდებარე რამდენიმე სახელმწიფო, სადაც 3 წლის ასაკიდან ბავშვებში „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყეს.