
"პიკი გადავიარეთ და დაღმავალ ფერდზე ვართ"
31/08/2021 10:03:43 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა და ამ კუთხით მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები მაინც შეიმჩნევა.
"ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის შემდეგ, ასევე, უფრო ინტენსიური აცრის ფონზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობის მაღალ ნიშნულზე. დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 10%-ს. ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა "კუდი ჩამოწია" - ანუ გადაიარა პიკი და ფერდზე ვართ. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. რეპდორუდქიის ინდექსი 1%-ს ჩამოსცილდა და გვაქვს 0.86. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი - სიკვდილიანობა. ეს მაჩვენებელი პიკის გადავლიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს თანდათან შემცირებას", – განაცხადა გამყრელიძემ.
31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4778 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი.