Accentnews.ge
მედია: ყაზახეთიდან საქართველოში "ენობრივი პატრულის" ორგანიზატორი გაიქცა

მედია: ყაზახეთიდან საქართველოში "ენობრივი პატრულის" ორგანიზატორი გაიქცა

31/08/2021 10:31:10 პოლიტიკა

ყაზახური "ენობრივი პატრულისა" და Til Maydani-ს («ენობრივი ფრონტის») ნაციონალისტური აქციების ორგანიზატორი ქუათ ახმეტოვი საქართველოში გაიქცა, გაერიდა რა ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების მუხლით შესაძლო დაკავებას, - იუწყება გამოცემა Readovka.

მის Telegram-არხზე გამოქვეყნებულია კადრები, რომლებზეც ახმეტოვი თვითმფრინავის ბორტზეა აღბეჭდილი.

«არჩევანის საქართველოზე შეჩერების ლოგიკა მარტივია: მანამდე სწორედ ამ ქვეყანაში გადასახლდნენ პოლიტემიგრანტები რუსეთიდან და ბელორუსიდან, რადგან საქართველოს მიერ მათი მოსკოვისა და მინსკისთვის გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია" - წერს გამოცემა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახური პოლიცია ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების მუხლით საქმეს იძიებდა. საბაბად გამოყენებულ იქნა Youtube-არხ «Til Maydani онлайн партиясы»-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ყაზახეთის მოქალაქეები რუსულენოვანი მოქალაქეებისგან მოითხოვენ, სახელმწიფო ენა შეისწავლონ და ყახაზებთან ყაზახურად ისაუბრონ.

19 აგვისტოს ახმეტოვი დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ბრალი წარუდგინეს. მოგვიანებით, 145 850 ტენგეს (დაახლოებით 340 დოლარის) ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, თუმცა საქმის ძიება გაგრძელდა.

"ენობრივი რეიდების" ვიდეორგოლების გავრცელებას აქტიურად აპროტესტებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო სათათბირო, რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებში კი მსგავს ვიდეორგოლებს "ენობრივი პატრული" შეარქვეს, ხოლო მათ ავტორებს - "მოფაშისტე ყაზახები".

რუსეთის შსს-მ ახმეტოვს ქვეყანაში შესვლა 50 წლით აუკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S