
ისრაელში კოვიდ– ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა
31/08/2021 10:09:15 საზოგადოება
ისრაელში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების რეკორდული ნამატი დადასტურდა. კერძოდ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 10 947-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მასშტაბური ტესტირების შედეგად ინფიცირებულთა უმრავლესობა ბავშვია, რომელთაც სერიოზული ავადმყოფობის ნაკლები რისკი აქვთ აცრა ჯერ არ შეუძლიათ.
ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა 33 პროცენტი 11 წლის ასაკზე ქვემოთაა, 15 პროცენტი 12-18 წლამდეა, მხოლოდ 4 პროცენტია 60 წლის ასაკზე ზემოთ.
31 აგვისტოს მონაცემებით, ისრაელში „კოვიდ 19“-ის 83 542 ახალი შემთხვევაა, რომელთაგან 1 122 საავადმყოფოებში იმყოფება. პანდემიის დაწყების შემდეგ ისრაელში კორონავირუსულ ინფექციას 7 043 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელმა მოქალაქეების მესამე დოზით აცრა დაიწყო.