Accentnews.ge
სემაშკო: "რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის პროგრამას მოაწერენ ხელს"

სემაშკო: "რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის პროგრამას მოაწერენ ხელს"

31/08/2021 10:03:20 მსოფლიო

რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის პროგრამას მოაწერენ ხელს,- განაცხადა რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ.

დიპლომატი ამბობს, რომ პროგრამა 10 სექტემბერს მინსკში გაფორმდება, სადაც ორი ქვეყნის სამოკავშირეო მთავრობის სხდომა გაიმართება.

სემაშკოს ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებმა ინტეგრაციის 28 საგზაო რუკიდან, 27 უკვე სრულად შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის ინტეგრაციის საგზაო რუკებზე მუშაობდა. მათ ნაწილზე მოსკოვმა და მინსკმა შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული მედიის ცნობით, შეთანხება ჯერ არ არის მიღწეული საგზაო რუკაზე, რომელიც ენერგომატარებლებს ეხება.

ამასთან, 9 სექტემბერს მოსკოვში დაგეგმილია რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრა, როელზეც ორი ქვეყნის ინეტეგრაციის გეგმაზე იმსკელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S