
შეზღუდვები, რომლებიც 4 სექტემბრიდან გაგრძელდება
31/08/2021 09:09:02 საზოგადოება
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის თანახმადაც რიგი შეზღუდვა ნარჩუნდება, მათ შორის, პირბადის ტარების ვალდებულება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, გარდა ამისა:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება;
- 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც;
- სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
- 4 ოქტომბრიდან დიფერენცირებული მიდგომა ექნება: კერძოდ, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%–ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, თუმცა მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩევანი გააკეთონ დისტანციურ და აუდიტორიაშუ სწავლებს შორის. სხვა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%–ზე მაღალი იქნება, სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში