
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება
31/08/2021 08:55:13 საზოგადოება
სასწავლო პროცესი სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე.
„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათლების მინისტრის განმარტებით, სამინისტროს 4 ოქტომბრიდან დიფერენცირებული მიდგომა ექნება. კერძოდ, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%–ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო სხვა ქალაქებში, სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.