რატომ გადაიდო ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა
31/08/2021 08:36:06 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან. თეთრ სახლში შეხვედრა დაგეგმილზე 2 დღით გვიან გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ქარიშხალი და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა გახდა.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებს.


