მეცნიერები კორონავირუსის მორიგი შტამის აღმოჩენის თაობაზე იუწყებიან, რომელიც შესაძლოა, "დელტაზე" უარესი იყოს
31/08/2021 08:23:36 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
მკვლევარების განცხადებით, ახალი სახეობა სახელწოდებით C.1.2.–ის მუტაციები კავშირშია სხვა ისეთ შტამებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ვირუსის სწრაფ გავრცელებას იწვევენ.
რიჩარდ ლესელსი, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი და ახალი შტამის კვლევის ერთ -ერთი ავტორი, აცხადებს, რომ "C.1.2.–ის წარმოშობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის".
"C.1.2.– ის წინაშე შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი (ვაქცინაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა თუ ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ აცრის შედეგად მიღწეული) უფრო სუსტი აღმოჩნდეს, ვიდრე სადღეისოდ ყველაზე საშიშ ვარიანტ "დელტას" შემთხვევაშია. ამის ვაცხადებ იმის საფუძველზე, რომ C.1.2.–ს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს. ჩვენი კვლევის შედეგები ჯანმო–ს უკვე გადაეგზავნა", – განაცხადა რიჩარდ ლესელსმა.
ჯანმო–ს კვლევის შემდეგ ოფიციალურად უნდა დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები, ასევე, შეუძლია თუ არა მას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა.
ახალი შტამი პირველად მაისში სამხრეთ აფრიკის ორ პროვინციაში დააფიქსირეს. სამხრეთაფრიკელი მეცნიერების განმარტებით, C.1.2.-ის შემთხვევები 13 აგვისტომდე რვა ქვეყანაში დააფიქსირდა. კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მავრიკში, ინგლისში, ახალი ზელანდიში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში.
სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაცია ნელი ტემპით დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტია სრულად ვაქცინირებული.


