Accentnews.ge
ბლინკენი აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

ბლინკენი აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

31/08/2021 07:20:56 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მადლობას უხდის.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ეს ოპერაცია იყო გლობალური ძალისხმევა. ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ მათი მხარდაჭერისთვის. ახლა აშშ-ის სამხედრო რეისები დასრულდა და ჩვენმა სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს ავღანეთი. სამხედრო მისია დასრულდა და ახალი დიპლომატიური მისია დაიწყო“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის დიპლომატიური მისია დოჰაში გადაინაცვლებს

მისივე თქმით, აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 123 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 6 000 თანამოქალაქეა.

ბლინკენის განცხადებით, ამ დროისთვის ავღანეთში აშშ–ის 250–მდე მოქალაქე რჩება.

"აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი თანამოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ", – განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S