საქსტატი: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა
31/08/2021 07:12:32 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2%-ია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.


