
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
31/08/2021 06:58:21 საზოგადოება
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა,
- აჭარა – 423,
- იმერეთი – 608,
- ქვემო ქართლი – 244,
- შიდა ქართლი – 364,
- გურია – 146,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405,
- კახეთი – 438,
- მცხეთა-მთიანეთი – 159,
- სამცხე-ჯავახეთი – 67,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით.
30 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.76%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 181, აჭარაში – 993, იმერეთში – 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში – 705, აჭარაში – 157, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 11.
სულ 6 ოქტომბრიდან – 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 118 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 664, პირი, აჭარაში – 5 975, იმერეთში – 4 199“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.