Accentnews.ge
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია „თალიბანს“ ავღანეთში უსაფრთხო ზონის შექმნისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია „თალიბანს“ ავღანეთში უსაფრთხო ზონის შექმნისკენ მოუწოდებს

31/08/2021 05:55:29 მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ „თალიბანს“, შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რათა ქვეყნის დატოვების მსურველებმა 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოთხოვნას, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.

უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევაკუაციის გაგრძელების საკითხზე „თალიბებთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S