Accentnews.ge
"ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დედის აცრა ბავშვს კორონავირუსისგან იცავს"

"ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დედის აცრა ბავშვს კორონავირუსისგან იცავს"

30/08/2021 19:17:09 საზოგადოება

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დედის აცრა ბავშვს კორონავირუსისგან იცავს.

"ორსულობა არის მოწყვლადი მდგომარეობა. ზოგადად ორსულობა არის წარმავალი იმუნოდეფიციტური სიტუაცია, როცა ინფექციების მიმღებლობა და მასზე პასუხის უნარი ორსულს აქვს შესუსტებული და ეს ბუნებრივი მოვლენაა. ორსულები მოწყვლადი ჯგუფია გრიპის ვირუსის მიმართაც და გრიპის ვაქცინაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორსულთა ჯგუფში. ორსულებისთვის აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ, ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში. ეს ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ "ფაიზერის" ვაქცინით. სვამენ კითხვას - ეს ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლებას? ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ: ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება. მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შესაძლებლობა, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე დაიცვას - საკუთარი და ბავშვის", – განაცხადა კულუმბეგოვმა "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S