Accentnews.ge
ფაუჩი მიიჩნევს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

ფაუჩი მიიჩნევს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

30/08/2021 15:40:26 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.

"ვთვლი, რომ სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია კარგი იდეაა. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ათწლეულების განმავლობაში, მაგალითად, პოლიომიელიტთან, წითელასთან, ყბაყურასთან, წითურასა და ჰეპატიტთან მიმართებაში", – განაცხადა ფაუჩიმ CNN–ის ეთერში.

დღემდე აშშ–ში 12 წელიწადს გადაცილებული პირების ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუმცა როგორც ფაუჩიმ ცოტა ხის წინ ABC–ს ეთერში აღნიშნა, ოქტომბრისთვის სავარაუდოდ, უკვე იქნება საკმარისი მონაცემები, რომ აცრები 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაიწყოს.

"ვფიქრობ, არსებობს გონივრული შანსი რომ აშშ–ის სურსათისა და წამლის სააგენტომ გასცეს ნებართვა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენონ 'Pfizer"–ისა და "Moderna"–ს ვაქცინები", – განაცხადა ფაუჩიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S