Accentnews.ge
აფხაზეთს ჩეჩნეთის წარმომადგენლები სტუმრობენ

აფხაზეთს ჩეჩნეთის წარმომადგენლები სტუმრობენ

30/08/2021 14:20:33 კავკასია, კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ.

სოხუმში იმყოფებიან, კერძოდ, ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი ელჰან სულეიმანოვი და ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრი აჰმედ დუდაევი.

სტუმრები დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო.

"მადლობას გიხდით სტუმრობისა და აფხაზეთის მრავალწლიანი მხარდაჭერითვის. გასაჭირში ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეთს. ამ პანდემიასაც დავძლევთ და დარწმუნებული ვარ, წინ მხოლოდ ნათელი დღეები გველის" - განუცხადა ჩეჩნურ დელეგაციას ბჟანიამ.

თავის მხრივ, დუდაევმა აფხაზურ მხარეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის სახელით რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-13 წლისთავი მიულოცა.

«ჩეჩნეთში პატივს ვცემთ აფხაზეთის უძველეს კულტურასა და ისტორიას, ვაფასებთ ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. იმედი მინდა, გამოვთქვა, რომ სამომავლოდ ჩეჩნეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო, კონსტრუქციული და მეგობრული გახდება" - აღნიშნა მან.

ჩეჩნურმა მხარემ აფხაზურს სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა უსაჩუქრა, რომელიც, როგორც დუდაევმა აღნიშნა, ამ დროისთვის რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S