მილანში, 20-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა
30/08/2021 13:52:48 მსოფლიო
მილანში, 20-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუირება სწრაფად მოხდა.
ქალაქის მერმა ბეპე სალამ განაცხადა, რომ დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მისივე თქმით, კორპუსი გარედან სწრაფადაალებადი მასალით იყო მოპირკეთებული.
შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


