თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
30/08/2021 13:29:18 საზოგადოება
თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია „აქცენტს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში ოთხი დღის წინ, გულყრით შეიყვანეს, თუმცა მას მოგვიანებით კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო და მაშინვე დაინტუბირდა. მას ჰქონდა მთელი რიგი დაავადებები, რის გამოც კორონავირუსი ძალიან მძიმედ განვითარდა.


