Accentnews.ge
ქაბულის აეროპორტზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ქაბულის აეროპორტზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

30/08/2021 13:20:41 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მისივე მტკიცებით, რაკეტებმა სამიზნემდე მიაღწიეს და შეტევა "წარმატებით განხორციელდა".

დღეს ქაბულის აეროპორტის მიმართულებით 5 რაკეტა გაუშვეს. აშშ–ის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის დროს აეროპორტის ანტისარაკეტო სისტემა ამუშავდა, რომელმაც ოთხი რაკეტა გაანეიტრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი რაკეტა აეროპორტის მახლობლად აფეთქდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

მომხდარს გამოეხმაურნენ თეთრ სახლში და განაცხადეს, რომ თავდასხმის მიუხედავად, ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S