Accentnews.ge
"სტალინის წარმოჩენა მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევის ნაწილია"

"სტალინის წარმოჩენა მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევის ნაწილია"

30/08/2021 12:26:11 მსოფლიო

მცდელობები, იოსებ სტალინი მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად წარმოაჩინონ, საბჭოთა წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევის ნაწილია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ვოლგოგრადში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, "რუსეთის ისტორიულ წარსულზე თავდასხმები არა მარტო ისტორიის გადაწერაზე, არამედ პოლიტიკურად რუსეთის შესუსტებაზეა ორიენტირებული".

"[თქვენ ახსენეთ] იოსებ სტალინი, რომელსაც <...> ყველა პროცესისთვის უნდა ეხელმძღვანელა. აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ისტორიას არ უნდა შევეხოთ. სხვათა შორის, სტალინზე, როგორც მთავარ ბოროტმოქმედზე თავდასხმები, მის მიერ ომამდე, ომის დროს და შემდგომში ნამოქმედარის ერთ ქვაბში მოხარშვა ნაწილია შეტევისა ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე", - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S