
აგვისტოს ომის მონაწილემ რუსეთს პარალიმპიური ბრინჯაო მოუტანა
30/08/2021 11:45:28 სხვა
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილემ რუსეთს პარალიმპიური ბრინჯაო მოუტანა. ТАСС-ის ცნობით, ვიტალი გრიცენკომ მედალი 400 მ-იან დისტანციაზე რბოლაში მოიპოვა.
როგორც ირკვევა, 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს უფროსი სერჟანტი გრიცენკო ხერხემლის არეში დაიჭრა, რის გამოც 5 წელი საავადმყოფოებში გაატარა და რეაბილიტაციის გაძლიერებულ კურსს გადიოდა.
რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს ამ დროისთვის ტოკიოში ოქროს 17, ვერცხლის 11 და ბრინჯაოს 31 მედალი აქვს მოპოვებული.