შეკვეთილში 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო
30/08/2021 11:16:54 საზოგადოება
შეკვეთილში 22 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ლადო გოგუას, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.


