Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან

გაბუნია განმარტავს, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან

30/08/2021 10:39:36 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან, ამაზე საკოორდინაციო საბჭომ უნდა იმსჯელოს.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით რთული ვითარებაა და კლინიკები გადატვირთულია.

"ჯერ–ჯერობით საბჭო ამასთან დაკავშირებით ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, ის შეზღუდვები რაც გვაქვს ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გაგაცნობენ", - ამბობს გაბუნია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. კერძოდ კი, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს. გარდა ამისა, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. რესტორნები კი მუშაობას 22:00 საათზე ამთავრებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S