"პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი"
30/08/2021 10:00:54 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები გაჩნდა.
"არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი. აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირაა ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა", – განაცხადა გაბუნიამ.


