მედია – ქაბულის აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს
30/08/2021 07:38:10 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტის მიმართულებით 5 რაკეტა გაუშვეს. როგორც CNN აშშ–ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმის დროს აეროპორტის ანტისარაკეტო სისტემა ამუშავდა, რომელმაც ოთხი რაკეტა გაანეიტრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი რაკეტა აეროპორტის მახლობლად აფეთქდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ თეთრ სახლში და განაცხადეს, რომ თავდასხმის მიუხედავად, ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
წინასწარი ცნობით, ქაბულის აეროპორტის წინააღმდეგ რაკეტები "ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინციის" წევრებმა გაუშვეს.


