Accentnews.ge
ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 1 სექტემბერს გაიმართება

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 1 სექტემბერს გაიმართება

30/08/2021 07:02:58 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში 1 სექტემბერს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მისივე ცნობით, ლიდერები, მათ შორის განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ.

პრეზიდენტების შეხვედრა თავდაპირველად 30 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა აშშ-ში ქარიშხალ "იდასა" და ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანის პროცესის გამო 2 დღით გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S